__ სამეფო უბნის თეატრი ახალ სეზონს 1,2,3 სექტემბერს გახსნის დათა თავაძის ახალი სპექტაკლით

"ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით"
მარტინ კრიმპისა და კერილ ჩერჩილის პიესები

რეჟისორი: დათა თავაძე / მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე / კომპოზიტორი: ნიკა ფასური / თარგმანი: დავით გაბუნია, დათა თავაძე

მონაწილეობენ: ნატა მურვანიძე, კატო კალატოზიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი

ფოტო: ლევან ჭყონია

სპექტაკლის შესახებ:

ბრიტანული დრამატურგიის ორი აღიარებული ავტორის, მარტინ კრიმპისა (ცრუ განგაში) და კერილ ჩერჩილის (ცხრა მთას იქით) პიესები რეჟისორ დათა თავაძის ორ სპექტაკლში თანამედროვე სამყაროს ქაოსურ და საფრთხეებით სავსე სურათს ხატავს.

კრიმპისეულ მოწესრიგებულ, რუტინულ რეალობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე საშიშროება იმალება; პერსონაჟთა ცხოვრებას მთხრობელები გამუდმებით „ასწორებენ“, სასურველი მიმართულებით ცვლიან, მაგრამ ირაციონალური სისასტიკე მასში მაინც იჭრება.

ჩერჩილის დისტოპიურ–კოშმარული ფანტაზია მისტიურ ომში ჩათრეულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები, საგნები, ბუნებრივი მოვლენები ერთმანეთს ებრძვიან და არავინ იცის წინასწარ, ვინ ვის წინააღმდეგაა ამ ბრძოლაში.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში, ტელ. 2996171
ან ონლაინ, საიტზე biletebi.ge
https://urlzs.com/pyfoC
 
ოქტომბერი 2019
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები